გრიბოედოვის თეატრი ურალის რეგიონში გასტროლებზე მიემგზავრება

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური სამსახიობო დასის წარმოდგენებს ექვსი ათასზე მეტი მაყურებელი ნახავს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი ურალის ქალაქებში დიდ გასტროლებზე მიემგზავრება.

გრობოედოველები ურალის რეგიონში ოთხ ქალაქს მოივლიან: 15-16 ოქტომბერს — ეკატერინბურგი (აკადემიური დრამატული თეატრი), 18-19 ოქტომბერი — კურგანი (კურგანის სახელმწიფო დრამატული თეატრი), 21-22 ოქტომბერი — ჩელიაბინსკი (ჩელიაბინსკის სახელმწიფო აკადემიური თეატრი), 24-25 ოქტომბერი — მაგნიტოგორსკი (პუშკინის სახელობის მაგნიტოგორსკის დრამატული თეატრი).

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
მოსკოველი მაყურებელი გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს ნახავს

ურალის მაყურებელი გრიბოედოვის თეატრის შესრულებით ნახავს ქართველი რეჟისორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“.

ამ დადგმის პრემიერა თბილისში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლი აჩვენეს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, მახაჩკალაში, ერევანში, ბაქოში, სარანსკში, ბრესტში, მინსკსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს სპექტაკლმა რუსეთში მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე „ოქროს რაინდი" გრან-პრი მიიღო.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგენიძე, გიორგი ზანგური, მიხეილ არჯევანიძე, ანა არუთუნიანი-ნიკოლავა და სხვები.

როგორც თეატრში აღნიშნავენ, თბილისური სამსახიობო დასის წარმოდგენებს ექვსი ათასზე მეტი მაყურებელი ნახავს. 


ყველა ახალი ამბავი
0