მოსკოველი მაყურებელი გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს ნახავს

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალ SOLO-ზე აჩვენებენ რუსეთის, საქართველოს, იტალიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების თეატრების საუკეთესო მონოსპექტაკლებს

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სპექტაკლი „მე — ნიკოლაი გუმილიოვი!" მონაწილეობას მიიღებს მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალში SOLO, რომელიც მოსკოვში გაიმართება.

ფესტივალი SOLO 1-10 ოქტომბერს თეატრალურ ცენტრ „სტრასტნოიზე" და „ბოიარსკის პალატებში" გაიმართება. საფესტივალო სცენაზე მსოფლიოს 18 თეატრი იქნება წარმოდგენილი.

აფიშაშია მონოსპექტაკლები რუსეთიდან, საქართველოდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საბერძნეთიდან.

მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – პროგრამა

მონოსპექტაკლში „მე — ნიკოლაი გუმილიოვი!" მთავარ როლს გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი ივანე ქურასბედიანი ასრულებს. ფესტივალზე სპექტაკლს 4 ოქტომბერს აჩვენებენ.

მონოსპექტაკლის პრემიერა საქართველოში 2016 წლის 19 მაისს შედგა და ნიკოლაი გუმილიოვის დაბადებიდან 130 წლისთავსა და გარდაცვალებიდან 95 წლისთავს მიეძღვნა.

დადგმაში გამოყენებულია ვერცხლის საუკუნის რუსი პოეტის ლექსები საქრთველოზე, მისი მოგონებები და საარქივო მასალები. დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი — ადამიანის სახელობის სომხური თეატრის რეჟისორი ლევონ უზუნიანი.

გუმილიოვის ცხოვრება და შემოქმედება საქართველოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. პირველად საქართველოში ის 1990 წელს მოხვდა, როდესაც მის უფროს ძმას დმიტრის ტუბერკულიოზი აღმოაჩნდა. ოჯახის თბილისში გადასვლის გამო, ნიკოლაი მეორედ შევიდა მეოთხე კლასში, ტფილისის მეორე გიმნაზიაში, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ის ტფილისის პირველ ვაჟთა გინმაზიაში გადაიყვანეს.

ტფილისში 1901 წელს გუმილიოვმა თავისი პირველი პოეტური კრებული „Горы и ущелья“ დაწერა. ერთი წლის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა მისი ლექსი „Я в лес бежал из городов"….

თბილისში შემორჩა სახლი, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა გუმილიოვი — მირზოევის სახლი მაჩაბელზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0