თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 18 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება, საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან თეატრალურ ჯგუფებსა და სპექტაკლებს თბილისში მეცხრედ უმასპინძლებს.
წელს ქართული მაყურებელი იხილავს რუსეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის თეატრების დადგმებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის პროგრამა
საერთაშორისო პროგრამა
18 სექტემბერი, 20:00 — „თამაშის დასასრული", Schauspiel Dortmund, გერმანია (სამეფო უბნის თეატრი)
21 სექტემბერი, 20: 00 – „ჩეხოვის პირველი პიესა", Dead Centre, გერმანია (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
22 სექტემბერი, 20:00 — „ჩეხოვის პირველი პიესა", Dead Centre, გერმანია (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
25 სექტემბერი, 20:00 – „კუ", ემილია-რომანას დასი, იტალია (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
26 სექტემბერი, 20:00 — „კუ", ემილია-რომანას დასი, იტალია (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
26 სექტემბერი, 20:00 – „ხსოვნის ქვები", ბადენის სახელმწიფო თეატრი, კარსლრუე, გერმანია (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი)
27 სექტემბერი, 20:00 — „ხსოვნის ქვები", ბადენის სახელმწიფო თეატრი, კარსლრუე, გერმანია (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი)
30 სექტემბერი, 17:00 — „ათი", სმენადაქვეითებულ მამაკაცთა ცეკვა, Deaf Men Dancing, დიდი ბრიტანეთი (ახალი ტფილისი, აღმაშენებლის გამზირი)
30 სექტემბერი, 19:00 — „ათი", სმენადაქვეითებულ მამაკაცთა ცეკვა, Deaf Men Dancing, დიდი ბრიტანეთი (ახალი ტფილისი, აღმაშენებლის გამზირი)
30 სექტემბერი, 19:00 — „ბოლო პაემნები", ფომენკოს თეატრი-სახელოსნო, რუსეთი, (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა)
1 ოქტომბერი, 19:00 — „ბოლო პაემნები", ფომენკოს თეატრი-სახელოსნო, რუსეთი, (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა)
2 ოქტომბერი, 19:00 – „ფრანგები",Nowy Teatr, პოლონეთი (Expo Georgia)
3 ოქტომბერი, 19:00 — „ფრანგები",Nowy Teatr, პოლონეთი (Expo Georgia)
8 ოქტომბერი, 20:00 — „ალუბლის ბაღი", ბუქარესტის ეროვნული თეატრი, რუმინეთი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
9 ოქტომბერი, 20:00 — „ალუბლის ბაღი", ბუქარესტის ეროვნული თეატრი, რუმინეთი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
ქართული პროგრამა
2 ოქტომბერი, 16:00 – „სახეები", სამეფო უბნის თეატრი, სქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (სამეფო უბნის თეატრი)
2 ოქტომბერი, 20:00 – „რევიზორი", ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველო (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
3 ოქტომბერი, 13:30 – „ბალიშის კაცუნა", — თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრი, საქართველო (ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი)
3 ოქტომბერი, 19:00 – „სახეები", სამეფო უბნის თეატრი, სქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველო (სამეფო უბნის თეატრი)
3 ოქტომბერი, 20:30 – „ნავიგატორი", კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
4 ოქტომბერი, 13:00 – „მშობელთა კრება", — ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის, საქართველო (ყოფილი ელექტროქარხანა, ბერი გაბრიელ სალოსის შესახვევი N 2)
4 ოქტომბერი, 18:00 – „მე მქვია ლალი", დამოუკიდებელი პროექტი "MONO ტრილოგია", საქართველო (სივრცე მოგვიანებით გახდება ცნობილი)
4 ოქტომბერი, 20:00 — „ნავიგატორი", კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
5 ოქტომბერი, 13:00 – „წყურვილი", თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, საქართველო (ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი)
5 ოქტომბერი, 18:00 – „მე მქვია ლალი", დამოუკიდებელი პროექტი "MONO ტრილოგია", საქართველო (სივრცე მოგვიანებით გახდება ცნობილი)
5 ოქტომბერი, 19:00 – „სეილემის პროცესი", საქართველო (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა)
6 ოქტომბერი, 19:00 — „სეილემის პროცესი", საქართველო (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა)
6 ოქტომბერი, 20:00 – „ბაკულას ღორები", კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველო (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდი სცენა)
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სცენაზე წარმოადგენს სეზონის არა მარტო წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ იგი ხდება შემოქმედებითი დისკუსიების, გამოფენებისა და პერფორმანსების არენა, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ.
2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.