თბილისში შესაძლოა ახალი ველობილიკები გაჩნდეს

© FB / Municipal Transport Department of City Hallველობილიკი პეკინის ქუჩაზე
ველობილიკი პეკინის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის სამსახურმა ახალი ველობილიკის მარშრუტის შესასწავლად ველომსვლელობა მოაწყო.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. პეკინის ქუჩაზე არსებული ველობილიკი შესაძლოა, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და „დედა ენის" ბაღს დაუკავშირდეს, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

ველობილიკი პეკინის ქუჩაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც იქ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

პროექტის თანახმად, ველობილიკი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მტეროსადგურ „უნივერსიტეტის", ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირების გავლით პეკინის ქუჩას უნდა შეუერთდეს. შემდეგ, ველობილიკი შესაძლოა, მტკვრის სანაპიროზე არსებული ველომარშრუტის მეშვეობით დედა ენის ბაღსაც დაუკავშირდეს.

გარემონტებული პეკინის ქუჩა ველობილიკით, რომელიც ტრანსპორტისათვის ცალმხრივი გახდა - Sputnik საქართველო
პეკინის ქუჩის ახალი სიცოცხლე. თანამედროვე თბილისი

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის ხელისუფელბის მიზანს რომ დედაქალაქში ველობილიკების ქსელის გაფართოება წარმოადგენს. ველობილიკებმა ეტაპობრივად თბილისის ყველა უბანი უნდა მოიცვას, აღნიშნავენ მერიაში.

პროექტის შესწავლაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი", „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი".

ტრანსპორტის სამსახურმა არასამთავრობო სექტორთან ერთად ახალი ველობილიკის მარშრუტის შესასწავლად ველომსვლელობა მოაწყო.

ყველა ახალი ამბავი
0