თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი სატრანსპორტო არტერია — პეკინის ქუჩა რემონტის შემდეგ ცალმხრივი გახდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი.
პეკინის ქუჩაზე რემონტის შემდეგ ერთი კილომეტრის სიგრძის ფართო ველობილიკი მოეწყო. პეკინის ქუჩაზე ასევე გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სამოძრაო ზოლი, რომლის გამოყენებაც აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ საგანგებო სამსახურების მანქანებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაზე განთავსებულია ძალიან ბევრი მაღაზია, რესტორანი, ბანკი და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისები, პარკინგის ადგილების უმეტესობა გაუქმდა, რათა ავტომობილებმა ტროტუარზე ქვეითად მოძრავებს ხელი არ შეუშალონ. სამაგიეროდ ქუჩაზე გამოჩნდა ახალი სკამები და ველოსიპედების პარკინგი.

ველობილიკი და ველოპარკინგის ადგილი პეკინის ახლადგარემონტებულ ქუჩაზე ავტომობილთათვის გამოყოფილი სადგომის ადგილზე

პეკინის ქუჩაზე, რემონტის შემდეგ, მოძრაობა ცალმხრივი გახდა. გამონაკლისი დაიშვება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საგანგებო სიტუაციების ავტომობილებზე, რომელთათვისაც გამოყოფილი ზოლი მოეწყო

პეკინზე ტროტუარი გააფართოვეს, სადაც ველობილიკი მოეწყო და დაიდგო სკამები

ასევე დამონტაჟდა ავტობუსის ახალი გაჩერებები

პეკინის ქუჩა - დღეისათვის თბილისის ერთადერთი ქუჩაა, რომელზეც მოწყობილი არამხოლოდ ველობილიკი, არამედ დამონტაჟებულია ასეთი სახანძრო ჰიდრანტები

ველობილიკის სიგრძე ერთი კილომეტრია

ტროტუარის საპირისპირო მხარეს, ველობილიკის გვერდით გამოყოფილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი ზოლი

ველოპარკინგი აღწურვილია სპეციალური ლურჯი ძელებით

ველობილიკი სპეციალური საფარითაა დაფარული

ქუჩაზე ბევრი ახალი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟდა

საკუთარი ზოლი მიიღო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც

იქ, სადაც ახლა ველობილიკი გადის, ადრე ავტოპარკინგი იყო მოწყობილი

მიუხედავად იმისა, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მხრიდან, დაემატა მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი - გზის ნაწილი დაიკავა ველობილიკმა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის განკუთვნილმა ზოლმა

სამაგიეროდ, რემონტის შემდეგ ქუჩა გამოიყურება გაცილებით ლამაზად და თანამედროვედ

პეკინის ქუჩა 60 წლის განმავლობაში არ გარემონტებულა. მასშტაბური სამუშაოები აქ 16 ივნისს დაიწყო. ქუჩაზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალგაყვანილობა, დაიგო გზის ახალი საფარი