თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ქვეყნის საკანალიზაციო ქსელში ყოველწლიურად 43 კგ სუფთა ოქრო ჩაედინება და მისი ყოველწლიური დანაკარგი 1,8 მილიონ დოლარად ფასდება, იუწყება წყლების მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი Eawag.
შვეიცარია — ოქროს გადამუშავების უმსხვილესი ცენტრია, ამიტომ ოქროს კონცენტრაცია ჩამდინარე წყლებში იმდენად მაღალია, რომ ძვირფასი ლითონის მოპოვება ეკონომოკურად მიზანშეწონილია.
ოქროს უდიდესი კონცენტრაცია სამხრეთ კანტონ ტიჩინოში დაფიქსირდა, სადაც რამდენიმე აფინაჟური და საათის ქარხანა მდებარეობს.
„ჩამდინარე წყლების დანალექში ოქროს კონცენტრაცია აღდგენისთვის საკმაოდ მაღალია, ამიტომ ეს მას პოტენციურად ძვირფასს ხდის", — აღნიშნულია მკვლევარების ანგარიშში.
ჩამდინარე წყლებში ასევე 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების 3 ტონამდე ვერცხლი აღმოაჩინეს. დაახლეობით ამხელა თანხას ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველოის შვეიცარიული საწარმოები ყოველწლიურად ჩამდინარე წყლების გაწმენდაზე ხარჯავენ.
მეცნიერთა გასაკვირად, წყალში აღმოჩენილია ისეთი იშვიათი ელემენტები, როგორებიცაა გადოლინიუმი, ნიობიუმი და იტერბიუმი, რაც ეკოლოგიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს.