თბილისი, 13 ოქომბერი — Sputnik. კვირას სიღნაში ღვინის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ გლეხურ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას, მწვადს და სხვა კერძებს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დღესასწაულზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ასევე სიღნაღის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღვინის ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდება.
ფესტივალი დაიწყება 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ფესტივალის ორგანიზატორია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა.