ანაკლიის პორტს საძირკველს 20 დეკემბერს ჩაუყრიან

© photo: Sputnikანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემის მიღებას 2020 წელს შეძლებს

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში 20 დეკემბერს დაიწყება, განაცხადა კომპანია  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტი - საქართველოს მომავალი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქვეყნის ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება. მარტის დასაწყისში კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.

 „საქართველო — ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის აუზში, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს… ეს მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგანაც ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ვემსახურებით აზერბაიჯანს, სომხეთს და ცენტრალურ აზიასაც", — აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი სიტყვებით, პორტი პირველ გემს სამი წლის შემდეგ მიიღებს.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის ოპერატორი გახდება

პროექტის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება. SSA Marine მთელი მსოფლიოს 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და ორიენტირებულია სარკინიგზო და საზღვაო სატერმინალო ოპერაციებზე. კომპანია ერთ-ერთ ამოცანად ასახელებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას პორტებში გემების სწრაფი მომსახურებისთვის.

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად აშენდება პორტის ქალაქი–თანამგზავრი.

ყველა ახალი ამბავი
0