სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,5 ათასი ოჯახის გაზიფიცირება დაფინანსდება

© photo: Sputnik / Stringerგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ოთხი დასახლებული პუნქტის მოსახლეობის გაზიფიკაციას უზრუნველყოფს

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში 5,5 ათასი აბონენტის გაზიფიცირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება — შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ჩატარდება: აღმოსავლეთ საქართველოში — სოფელ თერგვისში (სენაკის მუნიციპალიტეტი) და დასავლეთ საქართველოში — სოფელ ნოქალაქევში (სენაკის მუნიციპალიტეტი), დაბა ჩხოროწყუში (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) და ქალაქ წალენჯიხაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

„ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მოსახლეობის საჭიროებები და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირების სამუშაოებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი", — განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.

ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს გაიყვანენ

2017 წელს საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარია გამოყოფილი. გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ახორციელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით 200 ათასამდე აბონენტის გაზიფიცირება მოხდა. ასევე, 2014-2015 წლებში განხორციელდა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე 58 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 13,5 ათასი ოჯახი.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური მრიცხველებით უზრუნველყოფის სამუშოები, 2013-2017 წლების პერიოდში ინდივიდუალური მრიცხველებით 229 ათასი აბონენტი უზრუნველყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0