მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს გაიყვანენ

© photo: Sputnik / Stringerბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში 11 ათას ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფენ.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის მთავრობამ ორი წლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირობა დადო.

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში გაზსაცავის აშენებისთვის 14 კომპანიაა მზად

„აჭარაში 10 ოქტომბერს ისტორიული მნიშვნელობის პროექტი იწყება — მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები", — ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

ახალი გაზსადენი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს სამ რაიონს – ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის რაიონებს. ის სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი დანიშნულების გზის გასწვრივ გაივლის, ხოლო სოფელ ერგედან სოფელ ხიჭაურამდე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ.

პროექტი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხიჭაურიდან აიღებს სტარტს.

გაზსადენის საერთო სიგრძე, რომელიც 11 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, 65,1 ათასი მეტრია. პროექტის ღირებულება — 25 850 ათასი ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.

ყველა ახალი ამბავი
0