საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტექნიკური კონსულტაციები იწყება

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშიტაუერის კოშკები ლონდონში
ტაუერის კოშკები ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით ტექნიკურ კონსულტაციებს გამართავენ

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება", — აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტექნიკური კონსულტაციების დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარ მომლაპარაკებელ სარა კროფტს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

მიხეილ ჯანელიძე და ალან დუნკანი - Sputnik საქართველო
საქართველო და დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" ნაწილით. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს, საქართველოში მთავარი მომლაპარაკებლის ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დამყარდა.

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 137 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოში 2017 წლის პირველ ნახევარში მსხვილი ინვესტორების სამეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში შემოვიდა 111,6 მილიონი აშშ დოლარი — საერთო ინვესტიციების 15% და გასულ წელთან შედარებით 13,5%-ით მეტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0