საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს

© FB / Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის მინისტერიალი
თავდაცვის მინისტერიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტერიალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს, აღნიშნულია თავდაცვის სამინიტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

მინისტერიალის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რომში ამ ფორმატის შექმნის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მინისტერიალის მსვლელობისას მიიღეს. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

მინისტერიალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართეს SEDM-ის თავმჯდომარემ ელეფტერიოს ანგელოპულოსმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია და ჯეიმს მატისი - Sputnik საქართველო
აშშ საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

„21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი ტურბულენტობითა და გეოპოლიტიკური მოწყვლადობით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში კონვენციური და არაკონვენციური გამოწვევების სახით გამოვლინდა. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე, შავი ზღვისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს", — აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

SEDM 1996 წლის მარტში ტირანაში დაარსდა. მინისტერიალის მუშაობის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, რეგიონში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ასევე ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უწყობს ხელს.

მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო.

დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა.

SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის, სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის (IMIHO) პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი (SEESIM) და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (FLSD).

ყველა ახალი ამბავი
0