საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნესცენტრის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორის მოედანი.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუშინ თბილისის საკრებულოს წინ  განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

გუშინ თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია უკავშირდებოდა თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია „თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის სიმბოლურ თანხად — 1 ლარად გადაცემას.

საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
სხდომა აქციის ფონზე: „პანორამა თბილისს“ მიწები გადასცეს

აქციის წევრებსა და პოლიციას შორის, რომელიც საკრებულოს შენობაში შესასვლელს იცავდა, დაპირისპირების რამდენიმე ფაქტი მოხდა.

„საკრებულოს წინ გუშინდელ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ იხილა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას რაიმე უშლის ხელს. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მერიის გადაწყვეტილებას, რის გამოც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პრივატიზების პირობების მიხედვით, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მინიმუმ 30 ავტომობილისთვის პარკინგის მშენებლობა იგეგმება, ხოლო თაბორის მთაზე — საირიგაციო სისტემა სარეკრეაციო ზონისთვის, რომელიც „პანორამა თბილისის" ფარგლებში მოეწყობა.

„პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორის მოედანი. ოთხივე ობიექტი ერთმანეთს საბაგირო გზებითა და შუშის ლიფტებით დაუკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0