სხდომა აქციის ფონზე: „პანორამა თბილისს“ მიწები გადასცეს

© photo: Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან
საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ „პანორამა თბილისს" მიწის ნაკვეთები გადასცა

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი მერიის გადაწყვერილებას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მიერ ასოცირებული კომპანია „თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე მდებარე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1,9 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე და თაბორის მთაზე 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. პრივატიზების პირობების მიხედვით, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მინიმუმ 30 ავტომობილისთვის პარკინგის მშენებლობა იგეგმება, ხოლო ტაბორის მთაზე — საირიგაციო სისტემა სარეკრეაციო ზონისთვის, რომელიც „პანორამა თბილისის" ფარგლებში მოეწყობა.

პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიაზ კომპანია „თბილისი სიტის" სიმბოლურ ფასად — 1 ლარად გადასცეს, ხოლო თაბორის მთაზე მდებარე ტეროტორია — შპს „თაბორი რეზორტს", თუმცა გარიგების თანხა არ დასახელებულა.

ოპოზიციის აქცია საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
ყვირილი და შეხლა-შემოხლა: ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

საკრებულოს სხდომა ოპოზიციის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც შეხლა-შემოხლა ახლდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მომხრეები დღის მეორე ნახევარში შეიკრიბნენ. პოლიციასთან პირველი დაპირისპირება 14:00 საათზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სხდომის დაწყებამდე საკრებულოს შენობა უცხო პირთათვის დახურა, შენობაში შესვლა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის დაიშვა.

„ის, რომ პარლამენტის დეპუტატებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ, კანონის, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა", — განაცხადა პარლამენტის დეუტატმა ენმ-დან თინათინ ბოკუჩავამ.

საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. მანამდე მათ ალიბეგაშვილისგან მოითხოვეს ახსნა-განმარება იმის შესახებ, რატომ არ უშვებენ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატებს და ამას რეგლამენტის დარღვევა უწოდეს. ალიბეგაშვილმა პრეტენზიებზე პასუხი გასცა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას: როდესაც საუბარია ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ამ საკითხს განიხილავ, და არა შოუში მონაწილეობ. თუ რამე დავარღვიეთ, სასამართლოს მიმართეთ და მან გადაწყვიტოს", — განაცხადა ალიბეგაშვილმა.

საკრებულოსთან აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე, რომელიც შენობაში შესასვლელს იცავდა.

„აქციას ვატარებთ, მათ ჩვენი ხმისაც კი ეშინიათ და პოლიციის ძალით გვწევენ უბრალოდ, რომ მაქსიმალურად მოგვაშორონ ამ შენობას. მაგრამ არაფერი გამოუვათ. ეს მეთოდები — დაკავება, დაპატიმრება, წაყვანა — აღარ მუშაობს. ისინი, ვინც თავად ამ მეთოდების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, თავად იყენებენ მათ", — განაცხადა ენმ-იდან თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციამ დააკავა თორნიკე ბიკაშვილი, ბესო გაზდელიანი, კოტე იოსელიანი, მიშა კაკაურიძე, თორნიკე მაჭარაშვილი, სამი მათგანი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია.

აქცია საკრებულოსთან დასრულდა, თუმცა ენმ-ის წარმომადგენლებმა შაბათს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნამდე მასშტაბური აქცია-მსვლელობის ჩატარება დააანონსეს.

საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა სხვა ოპოზიციურმა პარტიამაც — „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის".

„დღეს საკრებულო ამოეფარა პოლიციას ფარად და ივანიშვილის მიერ მიწების მიტაცება გააფორმა. პოლიციას დაარღვევინეს კანონი", — განაცხადა ამ პარტიიდან მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

„პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნესცენტრის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორეს მოედანი. ოთხივე ობიექტი ერთმანეთს საბაგირო გზებითა და შუშის ლიფტებით დაუკავშირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0