პაციენტის სიკვდილის გამო ანესთეზიოლოგს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული. საარქივო ფოტო.
დაკავებული. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმს პატიმრობა შეეფარდა მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი პაციენტის სიკვდილში დამნაშავედ სცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საუბარია ორი წლის წინ მომხდარ პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე. პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის თებერვალში პაციენტს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა.

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს პაციენტის დაკვირვება დაევალა. იმავე საღამოს პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგ ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარება გადაწყდა — ორგანიზმში სხვადასხვა ხსნარების შეყვანა. თერაპია ბრალდებულს უნდა ჩაეტარებინა.

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი გოგონას დედა დახმარებას ითხოვს

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს ლავიწქვეშა ვენის კათეტერი უნდა ჩაედგა, თუმცა მან კათეტერის ჩადგმა ვერ განახორციელა სწორად, რამაც ფილთვის ზონაში სისხლდენა და პაციენტის ორგანოების გათიშვა გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, ექიმმა ივარაუდა, რომ პაციენტის მდგომარეობა გამოსწორდებოდა და ასეთ მდგომარეობაში ის რამდენიმე საათის განმავლობაში დატოვა. მეორე დღეს კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ ერთი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.

ექიმს მიმდინარე წლის აგვისტოში წარუდგინეს ბრალდება 116-ე მუხლით („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო — 7000 ლარის ოდენობით.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სასამართლო მოსმენების დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო.

ორწლიანი პატიმრობის გარდა, ექიმს ორი წლის განმალობაში სამედიცინო საქმიანობა აეკრძალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0