ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი გოგონას დედა დახმარებას ითხოვს

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა კომაში ცხვირის ოპერაციის შემდეგ ჩავარდა, ამჟამად ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თეონა სიდამონიძე — 17 წლის ხატია თვაურის დედა, რომელიც 7 სექტემბერს ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისიდან უცხოურ კლინიკაში ქალიშვილის გადაყვანისთვის დახმარებას ითხოვს.

ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა, ამჟამად ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო აღნიშნულ საქმეს სწავლობს. გოგონას მშობლები იმ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, რომელშიც მას პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა, უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

"ჩემს შვილს, 17 წლის ხატია თვაურს გამრუდებული ჰქონდა ძგიდე, ამის გამო ჰქონდა სუნთქვის პრობლემები. 7 სექტემბერს ჩაუტარდა ოპერაცია ძგიდე, ნიჟარა და პლასტიკური ერთად. გაურკვეველი მიზეზების გამო პალატაში გაუჩერდა გული, რამაც გამოიწვია ტვინის ანოქსიური დაზიანება. მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ. ტრანსპორტირებისთვის საჭიროა სპეცთვითმფრინავი, რომელიც არის თანხებთან დაკავშირებული", — დაწერა სიდამონიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0