კარასინმა საქართველოს ტვირთების მონიტორინგზე შეთანხმების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი

© photo: AFP 2020 / FABRICE COFFRINIგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს, რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობები ცალმხრივად შეასრულოს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამტკიცებს, რომ საქართველოს არ სურს საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების თავისი ვალდებულებების შესრულება.

ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ საქართველომ და რუსეთმა ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან შედგება.

"ზურაბ აბაშიძესთან ივლისში ჩემმა საუბარმა ნამდვილად ჩამისახა გარკვეული ოპტიმიზმი. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, წაიკითხეს რუსეთთან 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და გაიაზრეს ის, რაც ცხადია: ის ორივე მხარეს აკისრებს ვალდებულებებს", — განაცხადა კარასინმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს. ბოლო შეხვედრაზე აბაშიძე და კარასინი შეთანხმდნენ – უახლოეს მომავალში ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების შესრულება დაიწყონ.

"შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს (თითოეულს თავის ტერიტორიაზე) – გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარიული მონიტორინგის კომპანიის მონაწილეობით. სამწუხაროდ, მალე გამოირკვა, რომ თბილისის პოზიცია სულ არ შეცვლილა. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე არაფრის გაგონება არ სურთ. ასე საქმე ვერ მოგვარდება… მოვუწოდებთ თბილისს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები", — აღნიშნა კარასინმა.

ამასთან ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულა შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და რუსული მხარისგან ანალოგიურ მზადყოფნას ელოდება. ამისთვის ორივე მხარემ უნდა გააფორმოს შეთანხმება ნეიტრალურ კომპანიასთან. ამ შემთხვევაში საუბარია შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე.

ყველა ახალი ამბავი
0