ქართული პროდუქცია ნიდერლანდების სამეფოში გამართულ გამოფენაზე წარადგინეს

© Courtesy by Ministry of Agriculture of Georgiaგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელ Makro-სთან და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ნიდერლანდების სამეფოში წარადგინეს, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

„შენი საკუთარი ბიზნეს-დღე" — ასე ეწოდება ქალაქ ვათერინგენში გამართულ გამოფენას, რომელშიც ქართული ექსპორტიორი კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

კიოლნი - Sputnik საქართველო
ქართული კომპანიები ევროპაში ყველაზე მსხვილ გამოფენაში მონაწილეობენ

ევროპის მასშტაბით უდიდეს სუპერმარკეტების ქსელ Makro-ში გახსნილ საქართველოს სტენდზე ხუთი ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების — „გემუანი", „ვაზის უბნის მამული", „გრეიფი", „სამთავისი" და „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია" — პროდუქცია განთავსდა.

„ღონისძიების ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელ Makro-სთან და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები", — აღნიშნულია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, „აწარმოე საქართველოში" მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის ღონისძიებებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

ყველა ახალი ამბავი
0