ქართული კომპანიები ევროპაში ყველაზე მსხვილ გამოფენაში მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Alex Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიკიოლნი
კიოლნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Anuga – ევროპაში გამართული კვების მრეწველობის გამოფენაა, რომელიც 1924 წლიდან ტარდება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Anuga–2017-ში ქართულმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ვებ-გვერდზე.

ტყავის ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
ქართული ტყავის პროდუქცია მილანში გამოიფინება

ქართული ექსპორტიორი კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია USAID/REAP-ის ორგანიზებით გამოფენაში მეორედ იღებენ მონაწილეობას, რომელიც 7-11 ოქტომბრის პერიოდში ტარდება.

წელს გამოფენაზე 16 ქართული კომპანიის წარმოებული სასმელისა და საკვები პროდუქციის ორი სტენდია წარმოდგენილი.

Anuga — ევროპაში ყველაზე მსხვილი კვების მრეწველობის გამოფენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოფენას საშუალოდ 160 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენას სპეციალისტები კონტაქტების დამყარებისა და დარგში უახლესი ინფორმაციის მიღების მიზნით ესწრებიან. Anuga-ს პირველი გამოფენა 1924 წელს გაიმართა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობას სისტემატურად უწევს ორგანიზებას, რამდენადაც იგი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

ყველა ახალი ამბავი
0