ქართული ტყავის პროდუქცია მილანში გამოიფინება

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიტყავის ნაწარმის გაყიდვა
ტყავის ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილანის გამოფენის ქართულ სტენდზე პროდუქციას სამი ქართული კომპანია წარმოადგენს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ტყავის პროდუქცია მილანში გამოიფინება, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრო.

მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენა LINEAPELLE-ზე სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდება.

მილანის გამოფენაზე ქართული ტყავის პროდუქციას კომპანიები „ჯეოპელი", „ფილიმასკა" და „დერი სტანდარტი" წარმოადგენენ.

კლაუდია შიფერი - Sputnik საქართველო
კლაუდია შიფერმა მილანში ქართველი დიზაინერის ნამუშევრები შეაფასა

ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ გამოფენაში მონაწილე უცხოურ კომპანიებთან და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

სავაჭრო გამოფენა, რომელიც მილანში 4-დან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1981 წლიდან დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს აერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს შემადგენლობაში შევიდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო".

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.


ყველა ახალი ამბავი
0