პლეხანოვის სახელობის უნივერსიტეტში ქართულ ენას შეასწავლიან

გამოწერა
ამ დროისთვის ქართული ენის შესწავლის სურვილი უკვე გამოთქვა 15-მა ადამიანმა, მათ შორის – რუსებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ უნივერსიტეტში ქართული კლუბის ინიციატივით ქართული ენის სწავლება დაიწყება, აცნობა „Sputnik საქართველოს" ორგანიზაცია „რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" პრეს-მდივანმა ანდრო ივანოვმა.

სტუდენტებისთვის, რომლებსაც ქართული ენის შესწავლის სურვილი აქვთ, მეცადინეობები 12 ოქტომბრიდან დაიწყება და ყოველ ოთხშაბათს ჩატარდება.

„უკვე ბევრმა ახალგაზრდამ, რომლებიც რუსეთში გაიზარდნენ, არ იცის ქართული ენა, ან ვინც იცის, მან ანბანი არ იცის… მოთხოვნა არის. წელს, როდესაც საქართველოში ვიყავი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელექტრონული სახით მომცეს სასწავლო პროგრამა, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდები მეცადინეობას შეძლებენ. მანამდე ისინი ქართული ენის საფუძვლებსა და მართლწერას, როგორც შეეძლოთ, ისე სწავლობდნენ, ახლა კი პროგრამას მიიღებენ", — განაცხადა ივანოვმა.

ქართული დიასპორა ლონდონში - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორა: საქართველოს საგარეო უწყებამ სამომავლო გეგმები გაახმოვანა

დაახლოებით 10-15-მა ადამიანმა უკვე გამოთქვა ქართული ენის შესწავლის სურვილი. ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათ შორის არიან არა მარტო ქართველები, არამედ რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და ა.შ. ზოგიერთი მათგანი საქართველოში იმყოფებოდა და ეს ქვეყანა შეუყვარდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ენის შესწავლა, ზოგიერთს კი საყვარელი ადამიანი ჰყავს საქართველოდან, აღნიშნა ივანოვმა.

მანამდე ქართული ენის შემსწავლელი მასტერ-კლასები, ასევე საქართველოს ისტორიის ლექციები უკვე დაიწყო რუსეთის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ქართული სტუდენტური გაერთიანებები არსებობს.

ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0