თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობის თავმჯდომარემ კარლეს პუჩდემონმა მოუწოდა კატალონიის პარლამენტს გადადოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა მადრიდთან შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით დიალოგი დაიწყოს, იუწყება РИА Новости.
„ვთავაზობთ პარლამენტს გადადოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამოქმედება, რათა მივიდეთ დიალოგთან, რომელიც შეთანხმებულ მოლაპარაკებებთან მიგვიყვანს", — განაცხადა პუჩდემონმა.
მას ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები მოწმობენ იმას, რომ „კატალონიამ მოიპოვა უფლება გახდეს რესპუბლიკის ფორმის დამოუკიდებელი სახელმწიფო". „მილიონობით მოქალაქე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის შენარჩუნების ერთადერთი გზა იმაშია, რომ კატალონია სახელმწიფო გახდეს", — განაცხადა მან.
მან მოუწოდა ესპანეთის მთავრობას მადრიდსა და ჟენერალიტეტს შორის შუამავლების იდეა მიიღოს.
მთავრობის მეთეურმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს არავის "შანტაჟსა და შეურაცხყოფას".
პუჩდემონმა აგრეთვე განაცხადა, რომ კატალონიის ხელისუფლების „პრიორიტეტს" ყოველთვის წარმოადგენდა „სიმშვიდე და პატივისცემა". „ჩვენ არ ვართ ბოროტმოქმედები, ჩვენ არ ვართ შეშლილები, ან პუტჩისტები, ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ, რომლებიც კენჭისყრის უფლებას მოვითხოვთ. ესპანეთისა და ესპანელების წინააღმდეგ არაფერი გვაქვს", — განაცხადა კატალონიის მთავრობის მეთაურმა.
პუჩდემონმა კატალონიის პარლამენტს წარუდგინა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ავტონომიურ საზოგადოებაში 1 ოქტომბერს გაიმართა. კატალონიური ხელისუფლების მონაცემებით, რეფერენდუმზე გამოცხადდა ამომრჩევლების 43,03%, დამოუკიდებლობას ხმა მისცა 90,18%-მა. ამ რეფერენდუმს არ აღიარებს ესპანეთის მთავრობა, ჯერ კიდევ მის ჩატარებამდე ის საკონსტიტუციო სასამართლომ გაყინა. ზოგიერთ საარჩევნო უბნებზე პოლიციასთან შეტაკებები მოხდა, ორივე მხრიდან არიან დაშავებულები.
სახელმწიფოს მეფემ, ფელიპე მეექვსემ მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ კატალონიის მთავრობამ, უკანონო რეფერენდუმის ჩატარებით "მიუღებელი დაუმორჩილებლობა" აჩვენა იმისათვის, რომ "ესპანეთის ერთიანობა გაანადგუროს". მარიანო რახოის მთავრობა უარს აცხადებს კატალონიის ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებაზე, სანამ ის "კანონიერ კალაპოტს არ დაუბრუნდება".