ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერად მრავალათასიანი მიტინგი იმართება

© REUTERS / Rafael Marchanteდემონსტრანტებს ესპანური დროშა უჭირავთ
დემონსტრანტებს ესპანური დროშა უჭირავთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ორგანიზატორია ასოციაცია „კატალონიური სამოქალაქო საზოგადოება", რომელსაც მხარი დაუჭირა კიდევ 50-მა სხვადასხვა ორგანიზაციამ და ზოგიერთმა პარტიამ

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბარსელონის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა კატალონიის მიერ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება გააპროტესტოს და ესპანეთის მთლიანობას მხარი დაუჭიროს, იუწყება Риа Новости.

ურკინაონას მოედნიდან ადამიანები მიემართებიან მარშით ცენტრალური ქუჩებით, მარკიზ არგენტერის გამზირამდე. იქ ლიტერატურის დარგში ნობელის ლაურეატი, მწერალი მარიო ვარგას ლგოსა და ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჟოზეპ ბორელი მანიფესტს წაიკითხავენ.

მიტინგი მიმდინარეობს ლოზუნგით „კმარა! მოვუხმოთ ჯანსაღ გონებას!" აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ არ გამოეყენებინათ ლოზუნგები, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„მე ესპანელი ვარ!", „გაუმარჯოს ესპანეთს!", „გაუმარჯოს კატალონიას!" — სკანდირებენ შეკრებილები.🇪🇸 La mayoría silenciosa ha despertado. ¡Viva Catalunya y viva España! #RecuperemElSeny pic.twitter.com/jpHwWhjUU2

„ესპანეთის ერთიანობაზე კენჭისყრა არ იმართება. მასზე მოლაპარაკებებს არ მართავენ. მას იცავენ", — ასეთი წარწერით ესპანური დროშა უკავიათ ხელში მომიტინგეებს.

აქციის ორგანიზატორია ასოციაცია „კატალონიური სამოქალაქო საზოგადოება", რომელსაც მხარი დაუჭირა კიდევ 50-მა სხვადასხვა ორგანიზაციამ და ზოგიერთმა პარტიამ — მემარჯვენე სახალხო პარტიამ, ცენტრისტულმა პარტია „მოქალაქეებმა". მიტინგში კატალონიური სოციალისტური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

„დღეს ჩვენ დავასრულეთ დამოუკიდებლობის მოძრაობა. ჩვენ არცერთ კატალონიელს არ მივატოვებთ. კატალონიელები, სხვა ესპანელებთან ერთად დიდი ქვეყნის მშენებლობას გააგრძელებენ", — განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დოლორეს მონსერატმა, ერთადერთმა კატალონიელმა მარიანო რახოის მემარჯვენე მთავრობაში.

კატალონიური სოციალისტური პარტიის ორგანიზაციის მდივანმა სალვადორ ილვამ მოუწოდა „სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემისკენ", „დიალოგისკენ" და „კატალონიასა და ესპანეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ".

მომიტინგეთა ჯგუფი კატალონიური პოლიციის კომისარიატის Mossos d"Esquadra-ს წინ შეიკრიბა. მრავალი ესპანელი მას ღალატსა და სასამართლოს განკარგულების შეუსრულებლობაში ადამაშაულებს — მათ არ უნდა დაეშვათ საარჩევნო უბნების გახსნა, მაგრამ არ გაუკეთებიათ ეს.

„ძირს მოსოსი! გაუმარჯოს სამოქალაქო გვარდიას!", — ყვირიან მომიტინგეები.

დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელსაც არ აღიარებს ესპანეთის მთავრობა, 1 ოქტომბერს გაიმართა. ზოგიერთ უბნებზე პოლიციასთან შეტაკებები მოხდა, ორივე მხრიოდან არიან დაშავებულები.

რეფერენდუმზე გამოცხადდა ამომრჩევლების 43,03%, დამოუკიდებლობას ხმა მისცა 90,18%-მა. სახელმწიფოს მეფემ, ფელიპე მეოთხემ მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ კატალონიის მთავრობამ, უკანონო რეფერენდუმის ჩატარებით „მიუღებელი დაუმორჩილებლობა" აჩვენა იმისათვის, რომ „ესპანეთის ერთიანობა გაანადგუროს".

მარიანო რახოის მთავრობა უარს აცხადებს კატალონიის ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებაზე, სანამ ის "კანონიერ კალაპოტს არ დაუბრუნდება".

კატალონიის პარლამენტი 10 ოქტომბერს სხდომაზე შეიკრიბება, სადაც ჟენერალიტეტის თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი რეფერენდუმის შედეგების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0