თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ „ჯიჯიელების" კონცერტი მოსკოვის სასტუმრო „კოსმოსის" საკონცერტო დარბაზში 21 ოქტომბერს გაიმართება.
„მოსკოვის მაყურებლის წინაშე წარდგება რუსული და ქართული ეროვნული კულტურიდან არაჩვეულებრივი სასიმღერო და საცეკვაო ნომრების მუსიკალური, თეატრალიზებული კოკტეილი. მობრძანდით და იგრძენით ფეთქებადი ენერგიით სავსე ატმოსფერო, რომელიც დიდ ხანს არ დაგტოვებთ", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ანსამბლი ალექსანდრე ღურცკაიას სახელობის საბუნებისმეტყველო გიმნაზიის (Gurtskaya Gymnazium) ბაზაზე ფუნქციონირებს. გინმაზია 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე საზოგადოება „რეზონანსი — საქართველოს" მიერ დაარსდა.
ამ გიმნაზიის კედლებში 2016 წლის 6 ივნისს შეიქმნა კოლექტივი „ჯიჯიელები", რომლის ხელმძღვანელია დიმიტრი ღურწკაია.
რეპერტუარი მოიცავს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა ცეკვებსა და სიმღერებს. ანსამბლ "ჯიჯიელების" სიმღერების შესრულებასა და ქორეოგრაფიას საკუთარი კოლორიტული სტილი გააჩნია.
არც ისე გრძელ პერიოდში ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ რამდენიმე ფესტივალსა და პრესტიჟულ ფოლკლორულ კონკურსში. ანსამბლი გასტროლებზე ხშირად დადის.