PACE-ს თავმჯდომარე კვიპროსის წარმომადგენელი გახდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoევროპის სასახლე სტრასბურგში, სადაც PACE-ს სხდომები იმართება
ევროპის სასახლე სტრასბურგში, სადაც PACE-ს სხდომები იმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესამე ტურში კირიაკიდესმა 132 ხმა მიიღო, მისმა ოპონენტმა, ლიტველმა პოლიტიკოსმა ემანუელის ზინგერისმა კი - 84

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეულია კვიპროსელი პარლამენტარი სტელა კირიაკიდესი, იუწყება РИА Новости.

კირიაკიდესი ასამბლეის ხელმძღვანელი 2018 წლის იანვრამდე იქნება, სანამ PACE კვლავ არ აირჩევს თავმჯდომარეს, თუმცა ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ჯგუფიდან.

PАСЕ - Sputnik საქართველო
PACE-ს ახალ თავმჯდომარეს 9 ოქტომბერს აირჩევენ

PACE-ს წინანდელმა თავმჯდომარემ, პედრო აგრამუნტმა გასულ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემების საბაბით გადადგომის შესახებ განაცხადა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბრიტანელი როჯერ გეილი გახდა.

სკანდალი აგრამუნტის ირგვლივ PACE-ს აპრილის სესიაზე აგორდა, როდესაც ის ევროპარლამენტარებმა სირიაში მარტში ვიზიტის გამო გააკრიტიკეს.

სტელა კირიაკიდესი — ასამბლეაში კვიპროსის დელეგაციის წარმომადგენელია 2016 წლის 20 ივნისიდან. PACE-ს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ასამბლეის საწესდებო ორგანოების წევრია. აგრეთვე მოხსენებების ავტორია, რომლებიც ეხება ევროპაში ბავშვთათვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობას და ევროპაში მკერდის კიბოს დიაგნოსტიკის პრობლემებს. მან აგრეთვე ხელი მოაწერა შუამდგომლობას PACE-ს ექს-თავმჯდომარის პედრო აგრამუნტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0