PACE-ს ახალ თავმჯდომარეს 9 ოქტომბერს აირჩევენ

გამოწერა
PACE-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეტენდენტები არიან სტელა კირიაკიდესი კვიპროსიდან და ემანუელის ზინგერისი ლიტვიდან

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 9 ოქტომბერს გაიმართება, იუწყება РИА Новости საერთაშორისო ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

PACE-ს თავმჯდომარემ პედრო აგრამუნტმა საკუთარი გადადგომა პარასკევს დაადასტურა. მან დაწერა Twitter-ში, რომ პირადი მიზეზების გამო პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

„ასამბლეის პროცედურის წესების შესაბამისად, თავმჯდომარე PACE-ს სესიის გახსნაზე სტრასბურგში, ორშაბათს, 9 ოქტომბერს ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევა“, — ნათქვამია განცხადებაში.

პედრო აგრამუნტი - Sputnik საქართველო
ქართველმა დეპუტატებმა პედრო აგრამუნტს გადადგომისკენ მოუწოდეს

PACE-ს თავმჯდომარის პოსტზე წარმოდგენილია ორი კანდიდატურა — სტელა კირიაკიდესი (Stella Kyriakides) კვიპროსიდან და ემანუელის ზინგერისი (Emanuelis Zingeris) ლიტვიდან.

PACE-ს მონაცემებით, ასამბლეის ახალი ხელმძღვანელი პოსტს შეინარჩუნებს 2018 წლის 22-26 იანვრის მომდევნო სესიის გახსნამდე სტრასბურგში.

სკანდალი აგრამუნტის ირგვლივ PACE-ს აპრილის სესიაზე აგორდა, როდესაც ის ევროპარლამენტარებმა სირიაში მარტში ვიზიტის გამო გააკრიტიკეს.

აგრამუნტის ოფიციალური გადადგომა კენჭისყრის შედეგად ოქტომბრის სესიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. პროცედურის ივნისში ჩატარებისათვის PACE უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და ასამბლეის ძირითადი დოკუმენტი — რეგლამენტი შეცვალა. მანამდე არჩევითი თანამდებობიდან გადადგომის შესაძლებლობას რეგლამენტი არ ითვალისწინებდა. ივნისიდან PACE-ს თავმჯდომარის ფუნქციებს ორგანიზაციის 19 ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0