ქართველმა ფალავნებმა სომხეთში ცხრა მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Vladimir Baranov / გადასვლა მედიაბანკშითავისუფალი სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის ქალაქ ვანაძორში გამართულ სტეპან სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ცხრა მედალი მოიპოვეს, ნათქვამია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვლადიმიტ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ფალავნებმა პოლონეთის ტურნირზე ათი მედალი მოიპოვეს

საუკეთესო მაჩვენებელი ავთანდილ კენჭაძემ (-74 კგ) აჩვენა, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

კონსტანტინე ხაბალაშვილი (-70 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (-125 კგ) ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ. გარდა ამისა, კიდევ ექვსმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ნაკრების ლიდერები დაასვენა და სომხეთში საასპარეზოდ რეზერვისტები გამოიძახა.

სტეპან სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი წელს 22-ედ ჩატარდა, რომელშიც 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა ხუთი ქვეყნიდან — სომხეთი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ბულგარეთი.

ყველა ახალი ამბავი
0