„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია თბილისის საკრებულოს დეპუტატების გადაწვეტილების გაპროტესტებას გეგმავს, რომელიც საქართველოს ექს-პრემიერისთვის სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად ტერიტორიის გადაცემას ეხება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია დააანონსა.

ოპოზიციის პროტესტი უკავშირდება თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია "თბილისი სითისთვის" გადაცემის შესახებ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
არეულობა თბილისში: დაკავებულია სამი ადამიანი

სექტემბრის ბოლოს საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების სტატუსის შეცვლის თაობაზე — რეკრეაციულიდან ფუნქციურ ზონად, რითიც შესაძლებელი გახდა აღნიშნული მიწის ფართების პრივატიზება პირდაპირი განკარგვის ფორმით.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ბიძინა ივანიშვილისთვის ქალაქის ისტორიული ნაწილის ერთ ლარად გადაცემას. ასე რომ, ხვალ, 14:00 საათზე ყველას საკრებულოსთან გელოდებით. ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ბიძინა ივანიშვილისგან და ქალაქს ერთად შევუნარჩუნოთ ეს ტერიტორიები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თბილისისთვის", — განაცხადა უდუმაშვილმა ბრიფინგზე.

უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ სამშაბათს, 16:00 საათზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა იქნება მიღებული.

ოპოზიციის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატებს "თბილისი სითისთვის" ტერიტორიების სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად გადაცემა აქვთ დაგეგმილი. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1,9 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე და თაბორის მთაზე 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.

პანორამა თბილისის ერთ-ერთი კომპლექსის მშენებლობა - Sputnik საქართველო
„პანორამა თბილისი“: სასამართლომ საქმე ნაწილობრივ შეწყვიტა

საკრებულოს გადაწყვეტილება გასულ კვირაში ოპოზიციის მიერ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვის საბაბი გახდა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა და ექვსი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად თბილისის საკრებულოს წევრმა, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპროტესტო აქციას პოლიტიკური უსინდისობა უწოდა და ამასთან ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის რეალური მიზნები განმარტა.

რაც შეეხება თაბორის მთაზე არსებულ მიწის ნაკვეთს, კვირიკაშვილის სიტყვებით, ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს არ ისაკუთრებს, უბრალოდ "პანორამა თბილისის" ფარგლებში ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0