ქართველი მოფარიკავის ევროპული წარმატება

© FB / Teodora Kakhianiთეოდორა კახიანი
თეოდორა კახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია. მან პირველმა შეძლო საქართველოს სახელით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. როგორ ემზადებოდა ჩემპიონატისთვის და რა ტურნირები ელის წინ, ამის შესახებ „Sputnik - საქართველოს“ თეოდორა თავად უამბობს.

ნინი რაზმაძე

- რამდენი ხანია რაც ფარიკაობით ხარ დაკავებული?

— ფარიკაობით თითქმის 12 წელია ვარ დაკავებული. სპორტის ამ სახეობით ჩემი დაინტერესება დედაჩემის ინიციატივა იყო, თუმცა, ეგ გრძნობა  შეჯიბრებებში გამარჯვებამ გაამძაფრა. სამი თვის დაწყებული მქონდა ფარიკაობა, როდესაც საქართველოში პირველი შეჯიბრი მოვიგე  და გადავწვიტე, რომ სერიოზულად გამეგრძელებინა ვარჯიში უფრო დიდი შეჯიბრებებისათვის. 

პირველი გამარჯვება იყო 2006 წლის თებერვალში საქართველოში ჩატარებულ შეჯიბრზე. პირველი წარმატება ამაღელვებელი,  მაგრამ რთული იყო. ფარიკაობა ინდივიდუალური სპორტია და სამწუხაროდ, როგორც სპორტის ყველა სახეობაში, აქაც არის ხალხი, რომლებსაც არ უხარიათ წარმატებული სპორტსმენების სიხარული. ჩემთვის ყოველი შეჯიბრის მოგება არის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების საშუალებაა.

— შენს სპორტულ მიღწევებზე მოგვიყევი… 

— ძალიან დიდ შრომას ვდებ თითოეულ შეჯიბრში და ჩემთვის ყოველი პირველი ადგილის ჯილდო ერთნაირად გასახარია. ვერ გამოვარჩევ რომელიმე შეჯიბრს მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონობა არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. 

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მოფარიკავის ცხოვორება?

—  იყო მოფარიკავე ნიშნავს იყო პროფესიონალი სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშობს დღეში დაახლოებით 5 საათი, რაც არ არის ადვილი, მით უმეტეს, როდესაც ტრავმები გაწუხებს. ყველაზე რთული დროის არქონაა — როდესაც მეგობრები ერთად არიან,  შენ კი უნდა დაისვენო, რადგან დილით ვარჯიში გაქვს.

© FB / Teodora Kakhianiთეოდორა კახიანი
თეოდორა კახიანი - Sputnik საქართველო
თეოდორა კახიანი

 

—  შინაგანი განწყობა თუ მოქმედებს შეჯიბრის დროს?

—  რა თქმა უნდა მოქმედებს. მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ როგორ განწყობაზე ხარ შეჯიბრის დღეს, არამედ წინა დღესაც. საკუთარი თავის მომზადება არის პროცესი, რომლის გარეშე შეუძლებელია შეჯიბრზე გამოსვლა. ჩემთვის საკუთარი თავის მომზადება იწყება 2 დღით ადრე.

—  რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ტურნირი?

—  ჩემთვის ყველა შეჯიბრი მნიშვნელოვანია, მაგრამ დასამახსოვრებელი ბევრი შეჯიბრი მაქვს. ალბათ, ყველა იფიქრებს რომ ევროპის ჩემპიონობა ყველაზე დასამახსოვრებელია, თუმცა, არა. ჩემთვის ყველა წაგებული ტურნირიც დასამახსოვრებელია — ამ ბრძოლებზე ვსწავლობ და მოტივაციას ვიღებ. ყველაზე დაუვიწყებელი შეჯიბრი ჩემთვის ამერიკის უნივერსიადის შეჯიბრი იყო, რომელზეც ბოლო წელს მეორე ადგილი ავიღე (მხოლოდ 4-ჯერ შეიძლება მონაწილეობის მიღება). ფინალში ერთი ქულით დავმარცხდი და ეს იყო ყველაზე მტკივნეული და ყველაზე დასამახსოვრებელი. 

© FB / Teodora Kakhianiთეოდორა კახიანი და მისი და სოფი
თეოდორა კახიანი და მისი და სოფი - Sputnik საქართველო
თეოდორა კახიანი და მისი და სოფი

—  როგორ ემზადებოდი  ევროპის ჩემპიონატისთვის?

—  შეკრება გავიარე  და მთლიანად გადავერთე იმაზე ფიქრში, რომ მთავარი შეჯიბრი თბილისში მქონდა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი — ვიყავი სწორი კვების, ძილის და გაორმაგებული ვარჯიშის ფაზაში გადართული. უბრალოდ, ჩემს თავს ვენდე და დანარჩენი უკვე უფლის ნება იყო. 

—  გამარჯვების იმედი გქონდა?

—  საფარიკაო ბილიკზე შეჯიბრის მოსაგებად არ გავსულვარ. უბრალოდ, მინდოდა  რა შრომაც ჩავდე ამ ჩემპიონატისთვის, დამფასებოდა. მივედი იმისთვის, რომ უშეცდომოდ გამოვსულიყავი შეჯიბრზე და თითო-თითო ნაბიჯი გადამედგა და ნელ-ნელა გამევლო თითოეული ეტაპი. 

  ჩემპიონატზე ყველაზე რთული რა იყო?

—  ყველაზე რთული  კონცენტრაცია იყო, რადგან ძალიან ბევრი ნაცნობი იყო შეჯიბრზე საგულშემატკივროდ მოსული და სწორედ ასეთმა გულშემატკივრობამ მომცა გამარჯვების ძალა. 

© FB / Teodora Kakhianiთეოდორა კახიანი
თეოდორა კახიანი - Sputnik საქართველო
თეოდორა კახიანი

—  როგორი შეგრძნებაა როცა სპორტსმენს შორის პირველი ხარ, როგორია ჩემპიონობა?

—  როდესაც გავაანალიზე რომ ევროპაში პირველი ვარ,  ჩემი თავის რწმენა მომემატა, რომ მართლა შემიძლია მსოფლიო და ოლიმპიადის მოგება. და ეს უბრალო ოცნება არა არის. ეს რეალურად არის შესაძლებელი. 

—  გამარჯვების შემდეგ შენთვის ყველაზე დასამხსორებელი კომპლიმენტი რომელი იყო და ვინ გითხრა?

—  გამოვყოფდი ჩემ მწვრთნელს ვეს გლონს, რომელიც ბოლო 4 წელია მავარჯიშებს. მან 4 წლის წინ მისი ნათქვამი სიტყვები გამახსენა, რომ აუცილებლად დადგებოდა დღე, როდესაც მე ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავის ტიტულს მივიღებდი. ზოგადად, ყველას მადლობელი ვარ გულშემატკივრობისა და მოლოცვისათვის. 

—  სამომავლო გემგებზე მომიყევი… წინ რა ტურნირები გელის და როგორ ემზდები?

— რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმა არის ოლიმპიადა, მაგრამ ჩემი გეგმა რომ განხორციელდეს, ამისთვის სპონსორია საჭირო. ჩემი დღის გრაფიკი ძალზე დატვირთულია — რთულია სამსახურის შემდეგ 5 საათი ივარჯიშო. იმედი მაქვს, გამოჩნდება სპონსორი, რომ მუშაობის ნაცვლად მეტი დრო ვარჯიშს დავუთმო. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0