ნარმანიამ თბილისზე მზრუნველი თბილისელები დააჯილდოვა

© FB / Tbilisi City Hallმზია ნადირაძე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი და დავით ნარმანია დაჯილდოების ცერემონიაზე
მზია ნადირაძე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი და დავით ნარმანია დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრისთვის ეს ადამიანები ნაკლებად ცნობილია, მაგრამ წლების განმავლობაში თბილისის კეთილდღეიბისთვის მათ ბევრი რამ გაუკეთებიათ

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისობის" აღნიშვნის ფარგლებში ცხრა თბილისელს „თბილისზე მზრუნველის" ჯილდოები გადასცა, ნათქვამია მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„თბილისზე მზრუნველის" ჯილდო 2014 წელს დაწესდა და მას იმ თბილისელებს გადასცემენ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიასა და ქალაქს.

„თქვენთვის, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილი ადამიანები თავიანთი საოცარი ისტორიებით ქმნიან ღერძს, რომლის გარშემოც მოძრაობს და ცოცხლობს ჩვენი თბილისი", — განაცხადა დავით ნარმანიამ დაჯილდოების ცერემონიაზე.

ვადით ნარმანია ოჯახთან ერთად „თბილისობაზე“ - Sputnik საქართველო
ნარმანია „თბილისობაზე“ ბევრ უცხოელ სტუმარს ელოდება

დაჯილდოვებულთა შორის არიან: ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დავით გრძელიძე, რომელიც 1981 წლიდან აღნიშნულ სფეროში მუშაობს; პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი დავით შონია; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ელ. დეპო „ნაძალადევის" №1 კომპლექსური შეკეთების და მომსახურების საამქროს ტექნიკოსი ელგუჯა მარკოზიშვილი, რომელიც გახსნის დღიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელია და ციალა ჩხაიძე — 96-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც 51 წელია მუშაობს.

ასევე დაჯილდოვდნენ: მზია ნადირაძე, რომელიც 40 წელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს; ლევან რევაზაშვილი — მწერალთა სახლის და ჯანაშიას ეროვნული მუზეუმის საგამოფენო ვიტრინების რესტავრატორი; შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი ლევან ჯღარკავა და ჰამლეტ ჟიჟიაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიცუშუალოდ კურირებდა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს.

თბილისელების ერთ-ერთ უსაყვარლეს დღესასწაულს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება. წელს „თბილისობა" 7-8 ოქტომბერს იმართება.

ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — "ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი. ქალაქის ისტორიულ ცენტრში საავტომობილო ტრანსპორტისთვის ბევრი ქუჩა გადაკეტილია.

იკითხეთ ასევე „თბილისობა“: საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული" >>

„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, "თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0