აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

CC BY 2.0 / Mike Lewinski / On the light bulbაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას შესაწამლ პრეპარატს კიდევ 230 000 ოჯახი მიიღებს

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი შეიწამლა, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო.

დასავლეთ საქართველოს რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციისმეშვეობით დაამუშავეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მავნებლის შესაძამლ პრეპარატს 230 ათასი ოჯახი მიიღებს, თითო ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაეცემა.

პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს პრეპარატები უკვე გადასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობას გადაეცემა ბუფენტრინის ჯგუფის პრეპარტები, რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და ყველაზე ეფექტურია აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ.

ამასთან ერთად, მავნებლის გავრცელების არეალის კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 351 სოფელში დამონტაჟდა ფერომონები. ინტენსიურად მუშაობს ცხელი ხაზი, რომელზეც 2017 წელს შესულია 4100-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ფაროსანას პოპულაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აზიური ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

ხელისუფლება დაგეგმილ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააგრძელებს, ვიდრე მავნებელი ძილს არ მიეცემა.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 12 მილიონი ლარი გამოყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც დასავლეთ საქართველოში მასიურად პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანებისა და თხილის მოსავლის 70%-მდე განადგურება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0