ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ფაროსანას პოპულაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს

CC BY-SA 2.0 / M van Ree / Halyomorpha halysაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელოს მოსახლეობას აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შესაწამლი პრეპარატები ურიგდება.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ფაროსანას პოპულაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს

„თითოეული ეგზემპლიარი ფაროსანას განადგურება – ეს მომავალი წლისთვის პოპულაციის მნიშვნელოვან შემცირებას ნიშნავს, ეს არის პრობლემა, რომლის დროსაც საზოგადოება და მთავრობა ერთად უნდა დადგეს", – განუცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“.

შესაწამლი პრეპარატები 95 911 ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება.

ყველა ახალი ამბავი
0