ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი
კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემაში გაერთიანებულია როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი ტექსტები.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ბიოგრაფიული წიგნის „ზაქარია ფალიაშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წიგნზე, რომლეშიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წერილები, ფოტო და საარქივო დოკუმენტებია შესული, მკვლევართა და პუბლიცისტთა ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა. 

გამოცემაში გაერთიანებულია როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი ტექსტები. 

დამთვალიერებლებმა ღონისძიებაზე კომპოზიტორის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ ნაწყვეტები მოისმინეს.

კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი - Sputnik საქართველო
დღეს გენიალური ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის იუბილეა

ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი,  საზოგადო მოღვაწე,  ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი და კლასიკოსი ზაქარია ფალიაშვილი 1871 წელს ქუთაისში დაიბადა. 

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის სამი განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“, გმირულ-პატრიოტული — „ლატავრა“.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0