პოლიციამ ხაშურში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი-ერთი ბოროტმოქმედი დაკავებულია, მეორე მიმალვაში იმყოფება

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის გ.ზ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 44 წლის ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები 39 წლის დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბადრაგს ხელბორკილი უჭირავს - Sputnik საქართველო
პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი ამოიღო

დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მან შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავის არეში დაზიანება მიაყენა. 

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დაუდგენელი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მსგავსი მცენარეული მასა.

ამ ეტაპზე, მეორე ბრალდებული მიმალვაში იმყოფება და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს („ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“).

ყველა ახალი ამბავი
0