პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი ამოიღო

© AP Photo / Eric Risbergბადრაგს ხელბორკილი უჭირავს
ბადრაგს ხელბორკილი უჭირავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავეს

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, გადაჭრილი თოფი — ე.წ. აბრეზი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს („ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“).


ყველა ახალი ამბავი
0