თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პროექტ „მე — აქტიური მოქალაქე“ 120 მონაწილეს, რომლებიც პანკისში მცხოვრები ახალგაზდები არიან, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში უმასპინძლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროექტი „მე — აქტიური მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის" მიერ გახორციელდა. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ხეობაში მცხოვრებ ნებისმიერ უფროსკლასელს ჰქონდა.
პროექტი, რომლის მიზანია იმ საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გამოვლენა, რაც ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტი ასევე ემსახურებოდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ღია დისკუსიების წახალისებასა და მოტივაციის გაზრდას სამომავლო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
აღნიშნული პროექტი „დემოკრატიის ლაბორატორიის“ მიერ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით განხორციელდა.