პანკისის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყეს

© photo : courtesy of Natela Grigalashviliპანკისელი მოსწავლეები
პანკისელი მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩეჩნური ენის სკოლებში სწავლებას ხეობის მოსახლეობა გასული წლიდან ითხოვდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყეს, უწყება ადგილობრივი რადიო WAY.

საგანს მე-5 და მე-6 კლასებში ასწავლიან. დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაურის თქმით, თუ შესაბამისი სახელმძღვანელოები იქნება, ახალ საგანს უფროს კლასებშიც შეიტანენ.

„ეს სავალდებულო საგანი არ არის. წელს მხოლოდ მე-წ5 და მე-6 კლასებში შევიტანეთ, ვინაიდან არსებობს სახელმძღვანელოების პრობლემა… მომავალში, თუ წიგნები იქნება, საგანს უფროს კლასებშიც დავამატებთ“, — განმარტა მან.

რაც შეეხებათ პედაგოგებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იგეგმება მათი გადამზადება.

„იგეგმება მასწავლებელთა დამატებითი გადამზადება. მაგალითად, ჩვენს სკოლაში ჩეჩნური ენის სულ ორი მასწავლებელია, რომლებსაც განათლება ჩეჩნეთში აქვთ მიღებული“, — განაცხადა ლილი სვიაურმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩეჩნური ენის სკოლებში სწავლებას ხეობის მოსახლეობა გასული წლიდან ითხოვდა.

„ჩეჩნური ენის სწავლების დაწყებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს უხუცესთა საბჭომ და ახალგაზრდობამ. ეს ჩვენთვის აუცილებელია, ვინაიდან ჩეჩნური ენა იუნესკომ იმ ენების ჩამონათვალში შეიტანა, რომლესაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ“, — უთხრა ჟურნალისტებს ხეობის მკვიდრმა შენგელი თოხოსაშვილმა.

რადიო WAY-ს ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს ქართულ-ჩეჩნური სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0