მეუღლისა და შვილის მიმართ მოძალადე მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© Pixabay / 3839153დაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ სცნო, ნათქვანია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წლის ივნისში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ზესტაფონში, საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხოლო 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ასევე ნასვამ მდგომარეობაში და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა ცოლს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: საქართველოში გახშირდა ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები

ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით („არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ძალადობა და ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა“)  წარედგინა და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით  საპატიმრო გირაო — 4000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

„ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ სცნო", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით განუსაზღვრა.  


ყველა ახალი ამბავი
0