შსს: საქართველოში გახშირდა ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს, საქართველოში, ქურდობის 9,6 ათასი ფაქტი დაფიქსირდა, ამავდროულად შემცირებულია ძარცვისა და ყაჩაღობის შემთხვევები.

თბილისი, 1 აპრილი-sputnik. 2016 წელს საქართველოში გაიზარდა ქურდობის, ოჯახური ძალადობის, კომპიუტერული სისტემების გატეხვის, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების არამართლზომიერი შეძენა-შენახვისა და გაყიდვის შემთხვევები, ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში მოხდა 36 000 დანაშაული, რომელთა პიკური პერიოდი მოდის ივლისზე, დეკემბერსა და მარტზე. აქედან გახსნილია 57,4%.

რაც შეეხება ცალკეულ დანაშაულებს, დაფიქსირდა 9,6 ათასი ქურდობა, რაც 418 ერთეულით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ამასთან შემცირებულია ძარცვა-ყაჩაღობის შემთხვევები. ყველაზე გავრცელებული დანაშაული ქონების მიტაცების ფაქტებია და საერთო დანაშაულის 37%-ს შეადგენს.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გასულ წელს საქართველოში 36 ათასამდე დანაშაული მოხდა

შსს აცხადებს, რომ ასევე გაზრდილია ნარკოტიკული ნივთიერებების არამართლზომიერი შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის რაოდენობა. თუ 2015 წელს, ეს მაჩვენებელი 625 ერთეულით იყო შემცირებული და 2,1 ათასს შეადგენდა, 2016 წელს 361 ერთეულით გაიზარდა და 2,5 ათასს მიაღწია.

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს, სამოქალაქო კოდექსის დარღვევების ჩამონათვალში, მეორე ადგილი უკავია. ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად, საქართველოში იყო და რჩება ოჯახური ძალადობა —  1,3 ათასი შემთხვევა, რაც 393-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემებში უკანონო შეღწევებს, 2016 წელს 500 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ორჯერ უფრო მეტია ვიდრე 2015 წელს.

სტატისტიკურ ჩამონათვალში შესულია დანაშაულის გამოძიებით დაკავებული შვიდი უწყების მონაცემები. მათ შორის-შსს, იუსტიციის, თავდაცვისა და ფინანსთა  სამინისტროები, მთავარი პროკურატურა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0