ცესკო შეისწავლის კალაძის მიმართ შევჩენკოს მხარდამჭერ განცხადებას

© Sputnik / Levan Avlabreliბანერი კახა კალაძის გამოსახულებით
ბანერი კახა კალაძის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიმართ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს მხარდამჭერი განცხადების შესწავლისკენ ცესკოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს შეისწავლოს ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხარდამჭერი განცხადება საარჩევნო აგიტაციის საკითხზე.

თბილისში საქველმოქედო მატჩის შემდეგ ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს არჩევნებზე წარმატებას უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ის კარგი მერი იქნება.

ტელევიზორი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ ტელევიზიაში ყველაზე მეტი დრო ეთმობა

„ცესკო-ს თავმჯდომარე საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის გარემოებებს შეისწავლის და კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე, შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ტიპის დავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგანია და ამისთვის განკუთვნილია ერთთვიანი ვადა, თუმცა ცესკო მაქსიმალურად შეეცდება, რომ საკითხი მოკლე ვადებში შეისწავლოს და კანონით განსაზღვრული ღონისძიებები განახორციელოს“, — აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

წინასაარჩევნო აგიტაციაში შევჩენკოს ჩართულობის შესახებ განაცხადა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციამ“ და ცესკოს ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

ანდრეი შევჩენკომ მსოფლიო ფეხბურთის სხვა ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ ფრანჩეკო ტოტი, პაოლო მალდინი, რივალდო, ჰავიერ ძანეტი, კარლოს პუიოლი, 29 სექტემბერს თბილისში გამართეს საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც მსოფლიო ნაკრებმა WORLD XI საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს GFF XI მოუგო. ბილეტების გაყიდვიდან მიღებული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მომხმარდება.

ქალაქებისა და რაიონების 64 მერისა და 64 საკრებულოს დეპუტატის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი იღებს.


ყველა ახალი ამბავი
0