საქართველოს სკოლებში მოსწავლეებისათვის ინდივიდუალური კარადები გაჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს სიახლე სასკოლო ზურგჩანთების „განტვირთვას“ შეუწყობს ხელს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოებში მოსწავლეებისათვის პირადი ნივთების ინდივიდუალური შესანახი კარადები ეწყობა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სასკოლო ჩანთების შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. მშობლებმა არაერთხელ მიმართეს მინისტრს საჩივრებითა და თხოვნებით იმის შესახებ, რომ ზურგჩანთა ლამის ბავშვის წონას აღემატება.

„სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები ეწყობა. ზოგიერთ მოსწავლეს ექნება საშუალება სახლიდან ორი სახელმძღვანელო კი არ ატაროს, არამედ სკოლაში შეინახოს და ეს ჩანთას შედარებით შეამსუბუქებს", — განაცხადა ჯეჯელავამ.

ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სისტემა საქართველოში: 15 მინისტრი და დაუსრულებელი რეფორმები

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად განათლების სამინისტრო კომპანია Microsoft-თან ელექტრონული  წიგნების შექმნაზე მუშაობს. ელექტრონული თუ ქაღალდის სახელმძღვანელოებით ისწავლიან მათი შვილები, ამას მშობლები თავად გადაწყვეტენ. ჯეჯელავას თქმით, ელექტრონული სახელმძღვანელოები მომავალი სასწავლი წლიდან გაჩნდება.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არა დრო, არამედ ხარისხია. ამიტომ ჩვენ ამ პროცესის ერთი წლით გადაწევის გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა შედეგი მიგვეღო და განსაკუთრებით ხარისხიანი სახელმძღვანელოები გვქონოდა. ახლა ეს სახელმძღვანელოები შემუშავების პროცესშია და თითქმის უკვე მთავრდება. წელს ეს სახელმძღვანელოები, მათი ელექტრონული ვერსია მასწავლებლებისთვის და სპეციალისტებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. მომავალი წლიდან კი ეს პროგრამა დაიწყება“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.

მინისტრმა გაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი ემსახურება არამხოლოდ  სასკოლო ჩანთების შემსუბუქებას, არამედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სასწავლო პროგრამის განტვირთვას.

ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სკოლის მთავარ ამოცანას ბედნიერი და სრულფასოვანი ადამიანის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რათა მან ცხოვრებაში თვითრეალიზება შეძლოს და სავსე და დატვირთული ცხოვრებით იცხოვროს.

ყველა ახალი ამბავი
0