კობახიძე კონსტიტუციაზე: ნამცხვარი მოსახლეობისთვის მოვამზადეთ და არა პრეზიდენტისთვის

© AP Photo / Phil Mansfield/The Culinary Institute of Americaშოკოლადის ტორტი
შოკოლადის ტორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებების სახით გემრიელი ნამცხვარი მოამზადა

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ვენეციის კომისიამ მოიწონა საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მრავალი თვეა, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დავის საგანია, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე მონაწილეობს ვენეციის კომისიის სხდომაში, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების პროექტზე საბოლოო დასკვნა უნდა წარმოადგინოს. საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს, რადგან მას დოკუმენტის ოთხი პუნქტი არ მოსწონს.

„ვენეციის კომისია ამბობს, რომ ჩვენ ძალიან გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ მისი ჭამა არავის უნდა. პასუხი მარტივია, ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი ოპოზიციური პარტიებისთვის და საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მოგვიმზადებია, არამედ ის მოვამზადეთ საქართველოს მოსახლეობისთვის", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
„ოცნება“ და გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის თაობაზე კონსენსუსს მიუახლოვდნენ

კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია წუხს, რომ რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არ იყო მიღწეული, თუმცა მისი შეფასება მთლიანობაში დადებითია.

„დასკვნა აბსოლუტურად პოზიტიურია და აღიარებულია ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველოს პარლამენტმა მიაღწია საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების სახით", — განაცხადა კობახიძემ.

კონსტიტუციაში შესწორებების პროექტი მოქმედი კონსტიტუციის განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს რიგი არსებითი ცვლილებებით. ქვეყანა მართვის ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გაუქმებასა და მისი უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია მიღებული შესწორებების წინააღმდეგია და მოითხოვს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის დაბრუნებასა და საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა ასევე საარჩევნო ბლოკების აკრძალვისა და პარლამენტში გაუნაწილებელი ადგილების გადანაწილებისას გამარჯვებული პარტიის პრიორიტეტის, ე. წ. ბონუსების სისტემის გაუქმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0