თუშეთში ვერტმფრენი ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს

© photo: Tusheti National Park / FBთუშეთის ეროვნული პარკი
თუშეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე, რომელიც გუშინ ჩამოწოლილი ზვავის გამო დაიკეტა, ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისათვის აღდგენილია.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თუშეთში ზამთრის პერიოდში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულად იფრენს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთში გზა გაიხსნა

„ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ასევე უცხოელი ვიზიტორების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ზამთრის მანძილზე თუშეთში ყოველკვირეულად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იფრენს", — ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თუშეთში მოსულმა პირველმა თოვლმა რეგიონში პრობლემები შექმნა. ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე, რომელიც გუშინ ჩამოწოლილი ზვავის გამო დაიკეტა, ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისათვის აღდგენილია. რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0