თუშეთში გზა გაიხსნა

გამოწერა
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოწოლილი ზვავის გამო რამდენიმე დღე დაკეტილი იყო.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თუშეთში, ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე, რომელიც გუშინ ჩამოწოლილი ზვავის გამო დაიკეტა,  საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, იუწყება TV Pirveli.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი თოვლში ჩარჩა — ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი. საქართველოში ბოლო დღეები მკვეთრად აცივდა, მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 0-ს ქვემოთ დაეცა და პირველი თოვლი მოვიდა.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის სიტყვებით, ადგილობრივი მცხოვრების გამოყვანა უვნებლად მოხერხდა. რაც შეეხება ტურისტს, რომელსაც შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, ადგილობრივი ამბულატორიულ ცენტრში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ადგილობრივი მცხოვრების სიტყვებით, თუშეთში მიმავალ საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დღის მეორე ნახევარში თოვლმა გადაიღო და ზვავსაშიშროებაც აღარ იყო.

აბანოს უღელტეხილზე  დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბერში, მაისის შუა რიცხვებამდე, თითქმის 7 თვით იკეტება.

ყველა ახალი ამბავი
0