„თანასწორობის მოძრაობამ" კანცელარიაში 38 000 ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია შეიტანა

© REUTERS / David Mdzinarishviliლგბტ აქტივისტები
ლგბტ აქტივისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციას 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის - ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიებას თხოვენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია  „თანასწორობის მოძრაობამ" საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში 38 000 ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია ჩააბარა, ნათქვამია ორგანიზაციის Facebook-გვერდზე.

პეტიცია ინიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაცია All Out-ის მიერ ლგბტ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერად.

ლგბტ საზოგადოების აქტივისტი აქციაზე - Sputnik საქართველო
ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში აქცია მოაწყვეს

„თანასწორობის მოძრაობის" მტკიცებით,  ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმში პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. სამართალდამცველებმა, საქმის გამოძიების ნაცვლად, დაზარალებულებს 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ახალგაზრდებს ბრალი 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტელეკომპანია imedi-ის ცნობით, „თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის — ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიებას თხოვენ.

 ბათუმში ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 24 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობითვის დააკავეს. უწყების ცნობით, შეტყობინება ბულვარში ჩხუბის შესახებ პოლიციაში შევიდა.

როგორც „თანასწორობის მოძრაობის" წევრები აცხადებენ, ლევან ბერიანიძე და მისი მეგობარი ერთ-ერთ კლუბთან ჩხუბს შეესწრნენ, რის შემდეგაც ადგილზე დასახმარებლად მივიდნენ, რა დროსაც  ისინი პოლიციამ სცემა და უსაფუძვლოდ დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0