საქართველოში შესაძლოა სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა გაიზარდოს

© FB / MFA of Georgiaსაქართველოს დისპორის წარმომადგენელთა ჯილდოები
საქართველოს დისპორის წარმომადგენელთა ჯილდოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სამი პრემია შეიძლება გაჩნდეს - შოთა რუსთაველის პრემია, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია და საქართველოს ეროვნული პრემია

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დაიწყო „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სახელმწიფო ჯილდოების ჩამონათვლის გაფართოებას გულისხმობს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არსებულ 13 სახელმწიფო ჯილდოს დაემატება სამი — შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, საქართველოს ეროვნული პრემია და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია. 2017 წლის ივლისში აღნიშნული ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა.

კანონპროექტის თანახმად, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის იდეალებით.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
მელუა, ფაჩულია და სხვები საქართველოს პოპულარიზებისთვის დაჯილდოვდნენ

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა მეცნიერებების სხვადასხვა დარგებში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო საქართველოს ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის.

სამივე პრემია გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

პარლამენტმა ასევე „საქართველოს ეროვნული გმირის“ წოდების მინიჭებისას ერთდროული ფულადი გასაცემელი 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაზარდა და სამ ახალ პრემიაზე გასაცემლების ოდენობა განსაზღვრა.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭებისას გასაცემელი 10 000 ლარს შეადგენს, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭებისას — 5 000 ლარს.
იმისათვის, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, პარლამენტმა ისინი სამი მოსმენით უნდა მიიღოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.

ყველა ახალი ამბავი
0