კალაძე "დუელში" გამოიწვიეს: ტელედებატები და ფეხბურთი

© Sputnik / Levan Avlabreliბანერი კახა კალაძის გამოსახულებით
ბანერი კახა კალაძის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ტელედებატებში მონაწილეობა იაფი ჯდება და ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში აყენებს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი კონკურენტი, "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრი კახა კალაძე ტელედებატებში მიიწვია, ამის შემდეგ კი პირობა დადო, რომ მას ფეხბურთშიც შეეჯიბრება

ელისაშვილმა უკვე მიმართა კალაძეს ტელედებატების ჩატარების წინადადებით. ამჯერად მან ფეხბურთის სტადიონზე სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღო და Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

"კახის რომ ჩემთვის შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრება, რა ტქმა უნდა, უარს ვიტყოდი, ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შეიძლება სტადიონზე მას შევჯიბრებოდი. მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ, მაგრამ კახი აპირებს თბილისის მერობას", — აღნიშნა ელისაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის მიკროფონი და კამერა - Sputnik საქართველო
„ლეიბორისტები" და „პატრიოტები" „რუსთავი 2“-ზე წინასაარჩევნო დებატებზე აღარ დაიშვებიან

კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო. 1993-2012 წლებში კალაძე თამაშობდა თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოში", "მილანში", "ჯენოაში". ოთხჯერ დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის წინასაარჩევნო კამპანია მასშტაბურია და მისი კონკურენცია მას არ შეუძლია, მაგრამ მზად არის, კალაძესთან ნებისმიერ ტელედებატებში გამოვიდეს.

"ძალიან იაფი ინსტრუმენტია ეს. იქ თანაბარი მოცემულობაა — ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არა აქვს მნიშვნელობა. ორივე უნდა იყოს დებატებში, უნდა დაამტკიცონ თავისი პოზიციის მართებულობა… ამის მერე პირობას გაძლევ, აირჩიე ნებისმიერი სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატებს და ველოდები სტადიონს", — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის წინადადებას კალაძე უკვე გამოეხმაურა კომენტარით:

"ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი. ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა", — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ექსპერტების მოსაზრებით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გასვლის ყველაზე მეტი შანსი ელისაშვილს აქვს. თუმცა, მათი პროგნოზებით, კალაძე გაიმარჯვებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0