„ლეიბორისტები" და „პატრიოტები" „რუსთავი 2“-ზე წინასაარჩევნო დებატებზე აღარ დაიშვებიან

© Sputnik / Alexander Imedashvili„რუსთავი 2“-ის მიკროფონი და კამერა
„რუსთავი 2“-ის მიკროფონი და კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დემოკრატიული მოძრაობის", „ლეიბორისტთა პარტიისა" და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიასთან იჩხუბეს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „დემოკრატიული მოძრაობის", „ლეიბორისტთა პარტიისა" და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს „რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ „არჩევანი", რის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო დებატებზე შემდგომში აღარ დაიშვებიან.

„რუსთავი 2"-ზე (Rustavi2) ორშაბათ საღამოს წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობდა შვიდი პარტიის წარმომადგენელი: მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაპობა", „პატრიოტთა ალიანსი", „დემოკრატიული საქართველო", „ლეიბორისტთა პარტია" და „რესპუბლიკური პარტია".

სამი პარტიის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია წამყვანის, გიორგი გაბუნიას რეპლიკამ, რომელმაც განაცხადა, რომ "კითხვა-პასუხის" ფორმატში ჟურნალისტებს, ძირითადად, ამჟამინდელი ამ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები აინტერესებს. შედეგად ოპოზიციონერებმა სტუდია დემონსტრაციულად დატოვეს.

„აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება", — განაცხადა გვარამიამ.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI: საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან

დებატებზე განხილვის მთავარი თემები გახდა მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ხმაურიანი მიტინგი და სოცილაური პრობლემები. ტელეარხის წამყვანმა გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვით მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს უმუშევრობა, საცობები და ეკოლოგიური მდგომარეობა. ამის შემდეგ მან სიტყვა პარტიებს დაუთმო. თითოეული პარტიიდან ორ ადამიანს ერთწუთიანი გამოსვლის საშუალება ჰქონდა. მათ ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ აპირებენ პრობლემებთან ბრძოლას.

შემდეგ სიტყვით ჟურნალისტები გამოვიდნენ. „რუსთავი 2"-ის, რადიო „პალიტრას" და კვლევითი ცენტრ „მონიტორის" წარმომადგენლებს დამსწრე დეპუტატებისთვის ორ-ორი კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. კითხვა-პასუხს საეთერო დროის 5 წუთი დაუთმეს.

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა პირველი კითხვა მმართველი პარტიის დეპუტატს ენმ-ის წარმომადგენელთა მიტინგის შესახებ დაუსვა. "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები მომხდარის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არაერთხელ ცდილობდნენ, მაგრამ გაბუნიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

„თუ ჟურნალისტებს თქვენთან კითხვები არ ექნებათ, იქნებ, ეს თქვენი და არა ჟურნალისტების პრობლემაა", — განაცხადა მან.

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ენმ-დან თბილისის მერობის კანდიდატია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0