ფესტივალი Gift უმასპინძლებს თეატრებს ევროპიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან და ისრაელიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliხელოვნების ფესტივალი GIFT
ხელოვნების ფესტივალი GIFT - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Gift – „საჩუქარი", რომელიც თბილისში 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, წარმოადგენს თეატრალური დასების სპექტაკლებს საქართველოდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ „საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს Sputnik-საქართველოს ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.

Gift-ზე რუსეთს ორი თეატრი წარმოადგენს — ბალტიის თეატრი-ფესტივალი „ბალტიის სახლი" და გრანოვსკის თეატრი-ლაბორატორია.

EFFE Label - Sputnik საქართველო
ქართულ ფესტივალ GIFT-ს ევროპული ხარისხის ნიშანი მიენიჭა

„ბალტიის სახლი" წარმოადგენს თავის ერთ-ერთ საუკეთესო დადგმას — „ანა კარენინას" ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით,(ელენა გრემინას პიესა), ხოლო გრანოვსკის ლაბორატორია — მონოსპექტაკლ-ჯაზს იოსებ ბროდსკის პოეზიის მოტივებზე „საუკუნე მალე დასრულდება".

იაპონიის თეატრალურ შემოქმედებას სპექტაკლით „კუმკუატის მარცვალი" წარმოადგენს საცეკვაო დასი Sankai Juku (სანკაი ჯუკუ).

ფინეთს წარმოადგენს თანამედროვე საცირკო დასი WHS დადგმით Lähtö – „განშორება".

საცეკვაო სპექტაკლს Continu მაყურებელი იხილავს გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცის დასის შესრულებით.

ისრაელი ფესტივალში მონაწილეობს თეატრალური დასის Ayit Театра Beer Sheva Fringe Theatre სახით, რომელიც წარმოადგენს სპექტაკლს გოგოლის მიხედვით „შეშლილის წერილები".

საქართველოდან ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და რეგიონების თეატრები. მათ შორის: მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობის თეატრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ბოლნისის თეატრი და სხვა.

© Sputnik / Alexander Imedashviliთუმანიშვილის სახელობის თეატრი
Тбилисский Театр имени Михаила Туманишвили - Sputnik საქართველო
თუმანიშვილის სახელობის თეატრი

ფესტივალის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ონლაინ.

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.

 

ყველა ახალი ამბავი
0