ევროპის საბჭომ საქართველოდან ევრომოსამართლეობის კანდიდატების სია მოიწონა

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON სტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭო მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეს მომავალ კვირაში შეარჩევს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიერ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის პრეტენდენტთა სამკაციანი სია მოიწონა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

საქართველომ ევროპის საბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია სექტემბერში გაუგზავნა. მასში შევიდნენ საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები — ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი. საქართველოში კანდიდატები საქართველოს იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ტრანსგენდერმა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებას დოკუმენტების გამო უჩივლა

"ფაქტია ის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსე კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც, პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი სამპირიანი სია", — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ყველაზე მეტი სიმპათია ლადო ჭანტურიამ დაიმსახურა და სწორედ მას მისცეს რეკომენდაცია, აღნიშნეს სამინისტროში.

მოსამართლეების შერჩევის შემდეგი ეტაპი მომავალ კვირაში გაიმართება. ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს აღნიშნულ სიას და საუკეთესო კანდიდატურა აირჩიოს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეს ათი წლის ვადით ირჩევენ. ამჟამად საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ნონა წოწორია წარმოადგენს, რომლის უფლებამოსილება უკვე ამოიწურა, მაგრამ ახალი მოსამართლის დანიშვნამდე ავტომატურად გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0